სკოლის სიახლეები

„ჩვენ ვსწავლობთ არქეოლოგიას“

2016 წლის ივლისში დაიწყო საგანმანათლებლოპროექტის„ჩვენ ვსწავლობთ არქეოლოგიას“ განხორციელება. პროექტის ხელმძღვანელი  არის ისტორიის მასწავლებელი პირიმზე რურუა. პროექტი ხორციელდება ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმსა და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას შორის 2016 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა არქეოლოგიურ კვლევა–ძიებით სამუშაოებში, თემების მომზადება, კონფერენციაზე წარდგენა, საერთოდ, ახალგაზრდების დაინტერესება არქეოლოგიით. პროექტში ჩართულია სკოლის მეცხრე–მეთორმეტე კლასების 11 მოსწავლე. 2016 წლის ივლისის თვეში ისინი მონაწილეობას   იღებდნენ გონიოს არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში, შეიძინეს არქეოლოგიური საველე სამუშაოების წარმოების უნარ–ჩვევები, გაიმდიდრეს ცოდნა, გაიცნენ ექსპედიციაში ჩართული ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და უცხოელი(პოლონელი) სტუმრები. მომავალშიპატარა არქეოლოგები დაწერენ თემებს არქელოგიის მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომლთა ხელმძღვანელობით, თავიანთი შრომის შედეგებს ფოტოგამოფენისა და კონფერენციის სახის წარუდგენენ საზოგადოებას.

 

ვრცლად ...

მეუფე დიმიტრი სტუმრად გიმნაზიაში

2016 წლის 15 სექტემბერს ბათუმისა და ლაზეთის მტროპოლიტრმა მეუფე დიმიტრიმ ახალი სასწავლო წლის დაწყება  მიულოცა სასწავლო დაწესებულებებს, მათშორის ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სკოლას, დალოცა  აღსაზრდელები, მასწავლებლები და გიმნაზიიის თანამშრომლები.

ვრცლად ...

პარაკლისი პირველკლასელებისათვის

 2016 წლის 15 სექტემბერი ახალი სასწავლი წლის დასაწყისი.პარაკლისი საკათედრო ტაძარში პირველკლასელებისათვის.

ვრცლად ...

საიუბილეო მზადება

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ემზადება ახალი სასწავლო წლისათვის, რომელიც მისთვის საიუბილეოა.

ვრცლად ...

გვერდი 1 / 16